loader

რა სიურპრიზი გაუკეთა საყვარელმა გუნდმა 16 წლის ბიჭს, რომელმაც ხუთი ტყვიის ფასად, კლასელები სიკვდილისგან იხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიურპრიზი გაუკეთა საყვარელმა გუნდმა 16 წლის ბიჭს, რომელმაც ხუთი ტყვიის ფასად, კლასელები სიკვდილისგან იხსნა

13 მარტს "კამპ ნოუზე" "ბარსელონა"-"ლიონის" მატჩს 92 346 ადამიანი დაესწრო, მათ შორის კი იყო ერთი გმირი, რომელმაც ასეთი სანახაობა სრულიად დაიმსახურა.

2018 წლის 14 თებერვალს ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუზი შეიჭრა და საათ-ნახევრის განმავლობაში 17 ადამიანი ჩაცხრილა. მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა 16 წლის ანტონი ბორჟესი.

როდესაც სკოლაში სროლა ატყდა, ბორჟესმა საკუთარი თავი და კიდევ 20 თანაკლასელი ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჩაკეტა. ის კართან დადგა, რათა მსროლელი ოთახში არ შემოსულიყო და ხუთი ტყვია მიიღო: ზურგში, ფეხებსა და ხელებში. ანტონის არც ერთი თანაკლასელი არ დაშავებულა, მას კი ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.