loader

ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვაში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ შემოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვაში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ შემოვიდა

ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა) შემოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც "ბათუმის დელფინარიუმში" და არც "აკვარიუმში".

"გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო "პარაგრაფის"აკვარიუმს მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, შედეგ კი გარემოში დააბრუნებენ", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.


ავტორი: მაიკო ძაგანია