X
ყველაზე იაფი საშუალება, თუ ქრონიკული დაღლილობა და ძილიანობა გაწუხებთ
10:47 / 04-04-2019
გაითვალისწინეთ, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი, ისევე, როგორც ორგანიზმში აღმოცენებული ბევრი პათოლოგიისა, წყლის დეფიციტია! ნუ დაელოდებით ამის მანიშნებელ წყურვილის შეგრძნებას, დღის განმავლობაში აუცილებლად სვით წყალი, თუნდაც ყლუპ-ყლუპად, ყოველ 2 საათში! გახსოვდეთ, წყალი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისათვის!

ქრონიკულ დაღლილობას და ძილიანობას ხშირად ორგანიზმში წყლის დეფიციტი განაპირობებს. როდესაც ორგანიზმს წყალი აკლია, ის მისი მოძიების ქცევას რთავს. თუ გარედან ვერ იღებს, შიდა რეზერვების მოძიება-მობილიზებას იწყებს, მათ შორის, სისხლიდან ახდენს გადანაწილებას, რაც სისხლის რამდენადმე გასქელებას და ცირკულაციის დარღვევას განაპირობებს. შედეგად ჟანგბადის ნაკლებობა ვითარდება. სწორედ ამ პროცესით არის გამოწვეული ძილიანობა.

ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენ სულ გეძინებათ და გამოძინების მიუხედავად, მაინც ვერ იკრებთ ძალებს, მუდმივად გაწუხებთ დაღლილობა, ყავაც ვეღარ გაფხიზლებთ. წყლის სმის რეჟიმს დაუთმეთ მეტი ყურადღება. რეგულარულად სვით წყალი და თქვენი მდგომარეობა შეიცვლება!



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ანსამბლმა "რუსთავმა" დარბაზში "ჩაკრულო" შეასრულა
პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია