loader

"ცოლის გარეშე ძილიც კი მიჭირს" - ვინ არის უკრაინის პირველი ლედი, რომელიც უკვე 20 წელია ვლადიმერ ზელენსკის ცხოვრების მთავარი სიყვარულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოლის გარეშე ძილიც კი მიჭირს" - ვინ არის უკრაინის პირველი ლედი, რომელიც უკვე 20 წელია ვლადიმერ ზელენსკის ცხოვრების მთავარი სიყვარულია

კომიკოსი უკრაინის პრეზიდენტად - ასე ეხმაურება დასავლური მედიის უმრავლესობა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებას.

ჟურნალისტები წერენ, რომ უკრაინელი კომიკოსის, შოუმენისა და კინომსახიობის, ზელენსკის წარმატება დიდწილად მისმა ცოლმა განაპირობა, რომელსაც მსახიობი სკოლის ასაკში შეხვდა და დღემდე ძლიერი სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან.

ელენა ზელენსკაია ახლად არჩეული პრეზიდენტის პარალელური კლასელი იყო. როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, მათ ერთმანეთი სკოლის დამთავრების შემდეგ, შემთხვევით გაიცნეს. რომანი, დაახლოებით, 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. წყვილმა დაქორწინება 2003 წელს გადაწყვიტა.

ზელენსკებს ახლა ორი შვილი ჰყავთ - 14 წლის ალექსანდრა და 5 წლის კირილი.


ასევე დაგაინტერესებთ: "ვლადიმერ ზელენსკის დილა": როგორ გახდა პრეზიდენტის როლის შემსრულებელი რეალური პრეზიდენტი

პირველი, რაც ვლადიმერ ზელენსკიმ გააკეთა, როდესაც გაიგო, რომ უკრაინის პრეზიდენტი გახდა