loader

საიდუმლო მასალები, რომელთა გამჟღავნების შემდეგ ჯულიან ასანჟი 7 წელი ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საიდუმლო მასალები, რომელთა გამჟღავნების შემდეგ ჯულიან ასანჟი 7 წელი ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს

ადამიანს, რომელსაც ეკვადორის პრეზიდენტი ლენინ მორენო ინფორმაციულ ტერორისტს უწოდებს, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გასაიდუმლოებული და ამასთანავე, შოკისმომგვრელი დოკუმენტების გასაჯაროება უკავშირდება.

ჯულიან ასანჟმა, რომელსაც ეკვადორის ხელისუფლებამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი მოულოდნელად უთხრა, ლონდონში მდებარე მის საელჩოში უკანასკნელი 7 წელი გაატარა.

მისი დევნა კი 2010 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საიდუმლოების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, რომელიც ერაყსა და ავღანეთში ომთან დაკავშირებულ 700 ათას გასაიდუმლოებულ დოკუმენტს შეიცავდა.


ავტორი: სალომე აბულაშვილი