loader

ტაილანდის მეფე საკუთარ დაცვის წევრზე დაქორწინდა - ქორწინების ასეთი უცნაური ცერემონიალი არასდროს გექნებათ ნანახი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაილანდის მეფე საკუთარ დაცვის წევრზე დაქორწინდა - ქორწინების ასეთი უცნაური ცერემონიალი არასდროს გექნებათ ნანახი

ტაილანდის მეფედ კურთხევის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე, 66 წლის მაჰა ვაჯირალონგკორნმა საკუთარი დაცვის წევრზე იქორწინა. ქორწინების შედეგად ქალს დედოფლის ტიტული მიენიჭა.

მაჰა ვაჯირალონგკორნი ტაილანდის კონსტიტუციური მონარქი 2016 წელს, მამის, მეფე ბუმიბოლ ადულიადეის გარდაცვალების შემდეგ გახდა. 

დედოფალი სუთიდა ტიდჯაი ტაილანდის ავიახაზების ყოფილი ბორტგამცილებელია. 2014 წელს ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრემ, ის პირადი დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნა, 2016 წელს კი გენერლის წოდებაც მიანიჭა.

მეფე რამა X ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა და 7 შვილი ჰყავს.