loader

პროტესტის სიმბოლოდ ქცეული უცნობი მეამბოხის გასაიდუმლოებული ისტორია, რომელზე საუბარიც ჩინეთში აკრძალულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროტესტის სიმბოლოდ ქცეული უცნობი მეამბოხის გასაიდუმლოებული ისტორია, რომელზე საუბარიც ჩინეთში აკრძალულია

30 წლის წინ, 4 ივნისს, სამხედრო ტანკებმა პეკინში, ტიანანმენის მოედანზე დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტებზე იერიში მიიტანეს, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოსვლები აპრილის შუა რიცხვებში, კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერის, ჰუ იაობანის სიკვდილს მოჰყვა.

იაობანი რეფორმატორი იყო, რომელიც კონსერვატორებმა თავის დროზე ხელისუფლებიდან ჩამოაგდეს და საჯაროდ დაამცირეს. მისი მომხრეები პატივისცემის გამოსახატად ტიანანმენის მოედანზე შეიკრიბნენ და მალევე დაიშალნენ. მაგრამ ერთი კვირის თავზე შეკრება განახლდა - რეფორმების გატარებისა და კორუფციის დასრულების მოთხოვნით, მაშინ მოედანზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოძრაობას მალე მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მათ შორის სტუდენტები და მუშებიც იყვნენ.

89 წლის მოვლენებს თავისი სიმბოლო ჰყავს - უცნობი მეამბოხე, რომელიც სამხედრო ტანკებს გადაუდგა და ძალადობის შეჩერება სცადა. ვინ იყო კაცი, რომელიც 1989 წელს ტანკების კოლონას წინ გადაუდგა? 

მისი ვინაობისა თუ საბოლოო ბედის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს.