loader

ერთ დღეში გრენლანდიის ყინულოვანი მასის დაახლოებით, 40% დადნა - კლიმატური ცვლილებები უკვე დღევანდელი რეალობაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთ დღეში გრენლანდიის ყინულოვანი მასის დაახლოებით, 40% დადნა - კლიმატური ცვლილებები უკვე დღევანდელი რეალობაა

გასულ კვირას გრენლანდიის ყინულოვანი მასის დაახლოებით 40% დადნა, რაც 2 გიგატონის, ანუ 2 მილიარდი ტონის დანაკარგს უდრის. ასეთი მასშტაბური დნობა მხოლოდ ერთ დღეს, 13 ივნისს დაფიქსირდა.

გრენლანდია ყინულის საფარის მქონე უდიდესი კუნძულია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ასეთი მასშტაბური დნობა ძალიან უცნაურია. საშუალოდ, დნობის სეზონი გრენლანდიაზე ივნისში იწყება და აგვისტოს ბოლოს სრულდება, მაგრამ ყინულის საფარი დნობას ძირითადად, ივლისის დასაწყისში იწყებს.

დნობის მოულოდნელი ტალღა უცნაური იყო, მაგრამ არა უპრეცედენტოო, - ამბობს თომას მოუთი, ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერი, რომელიც გრენლანდიის კლიმატს სწავლობს.
"სი-ენ-ენთან" საუბარში მეცნიერმა აღნიშნა, რომ 13 ივნისის შემთხვევა 2012 წლის რეკორდულ დნობას ჰგავს, როდესაც ყინულოვანი საფარი თითქმის მთლიანად გაქრა.


წყარო: Greenland lost 2 billion tons of ice this week, which is very unusual