loader

"ზაფხულის არდადეგებზე სულ საქართველოში ვართ, რატომ?" - დედით ქართველი და მამით ამერიკელი ძმები საქართველოს მხარდასაჭერ გულთბილ ვიდეოს აქვეყნებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზაფხულის არდადეგებზე სულ საქართველოში ვართ, რატომ?" - დედით ქართველი და მამით ამერიკელი ძმები საქართველოს მხარდასაჭერ გულთბილ ვიდეოს აქვეყნებენ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, შეჩერდეს ფრენები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო ტუროპერატორებმა შეაჩერონ ტურები, სოციალურ ქსელში საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა და სოციალური კამპანია დაიწყო.

პუტინის ახალი გადაწყვეტილების შემდეგ, "ფეისბუქზე" კამპანია "გაატარე ზაფხული საქართველოში /Spend your summer in Georgia" დაიწყო.  ჯგუფი უკვე 241 ათასზე მეტ წევრს ითვლის და სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ ერთ-ერთ პოსტს ჯგუფიდან:

"ჩვენ დედით ვართ ქართველები და მამით ამერიკელები, გერმანიაში ვცხოვრობთ. ზაფხულის არდადეგებზე სულ საქართველოში ვართ. რატომ? იმიტომ რომ, საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, უგემრიელესი საჭმელი გვაქვს და ძალიან გულთბილი ხალხი ვართ. გაატარეთ არდადეგები საქართველოში. " - ნატქვამია ვიდეოში, რომელსაც ძმები ავრცელებენ.