20 წლის გოგონა, რომელმაც საკუთარი ჩვილი სახლის ეზოში დამარხა, შვილის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნეს - მისი პირველი ემოცია და უამრავი აღშფოთებული ამერიკელი
ყოფილი "ჩირლიდერი", რომელმაც საკუთარი ჩვილი ბავშვი სახლის ეზოში დამარხა, შვილის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნეს. პროკურორი 20 წლის ბრუკ სქაილარ რიჩარდსონს ახალდაბადებული ჩვილის მკვლელობაშიც სდებდა ბრალს, თუმცა ცინცინატის სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რიჩარდსონის ადვოკატების თქმით, ბავშვი, სახელად ანაბელი, მკვდრადშობილი იყო, რის გამოც შეშინებულმა გოგონამ მისი დამარხვა გადაწყვიტა. ჩვილის ცხედარი მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ იპოვეს.
ნაფიც მსაჯულებს ვიდეოც აჩვენეს, რომელიც რიჩარდსონის დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში ჩაწერეს. კადრებში 20 წლის გოგონა ამბობს, რომ ბავშვი შეიძლება მოძრაობდა და ხმებს გამოსცემდა. თუმცა, მისი დაცვის მხარის თქმით, ეს განცხადება რიჩარდსონმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლის შემდეგ გააკეთა.
ფსიქოლოგი სტიუარტ ბასმანი აღნიშნავს, რომ რიჩარდსონი მოწყვლადი პიროვნებაა, რომელიც ავტორიტეტებს ემორჩილება, რის გამოც მისი განცხადება შეიძლებოდა ზეწოლის შედეგი ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბრუკ სქაილარ რიჩარდსონი უდანაშაულოდ ცნეს, ის შესაძლოა, ცხედრისთვის ზიანი მიყენების ბრალდებით დააკავონ, მაგრამ რადგან ეს მისი პირველი დანაშაულია, დიდი ალბათობით, გოგონას პირობით მსჯავრს მიუსჯიან.
მომხდარს "სოციალურ ქსელებში" უამრავი ადამიანი გამოეხმურა. მათი თქმით, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ გოგონა "თეთრკანიანი და მდიდარია".