loader

რა ვითარებაა ციხეში, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" ათასობით წევრი ჰყავთ დაკავებული - "მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება გარეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ციხეში, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" ათასობით წევრი ჰყავთ დაკავებული - "მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება გარეთ"

ჩრდილოეთ სირიაში, ქურთ სამხედროებს ციხეებში "ისლამური სახელმწიფოს" ათასობით წევრი ჰყავთ დაკავებული.

როდესაც თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ წამოიწყო ბრძოლა, ციხეებში ქაოსი შეიქმნა. ქურთული ძალების წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ რამდენიმე ტერორისტმა გაქცევა შეძლო, თუმცა საბოლოოდ, სიტუაციის კონტროლი შესაძლებელი გახდა. ციხეში მყოფი ჯიჰადისტები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა სამშობლოს მათი მიღება უკან არ სურს.

5 000 პატიმარს შორის სირიელები, ერაყელები, ბრიტანელები, ფრანგები და გერმანელები არიან. ისინი ხუთი წლის წინ "ისლამური სახელმწიფოს" საერთაშორისო არმიის ჩამოყალიბების დროს ჩავიდნენ სირიაში.


ავტორი: გიორგი ლორია