loader

ისტორიაში პირველად, "ტიტანიკიდან" "განძის" ამოღებას აპირებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტორიაში პირველად, "ტიტანიკიდან" "განძის" ამოღებას აპირებენ

ამერიკული კომპანია, რომელსაც უკვე 30 წელზე მეტია "ტიტანიკიდან" არტეფაქტები ამოაქვს, ისტორიაში პირველად, 4 კილომეტრის სიღრმეზე გემის ჩონჩხი გახსნას აპირებს.

კომპანიის გეგმების შესახებ, სასამართლოში შეტანილ სარჩელზე დაყრდნობით, ინფორმაცია "ტელეგრაფმა" გაავრცელა. კომპანია იმედოვნებს, რომ გემიდან ნივთების ამოტანის უფლებას სასამართლო გზით მოიპოვებს.

მისი მთავარი მიზანი "მაკრონის" ფირმის უსადენო გადამცემის ზედაპირზე ამოტანაა, რომლითაც "ტიტანიკმა" მომხდარის შესახებ სიგნალი გადასცა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მოწყობილობა გაქრება, რადგან გემბანი მალე ჩამოიშლება.