loader

"მამა ვერასდროს ნახავს, როგორ იზრდება ჯინა, როგორ ამთავრებს უნივერსიტეტს, ვერ მიაცილებს საკურთხეველთან" - ჯორჯ ფლოიდის შვილის დედის ემოციური გამოსვლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამა ვერასდროს ნახავს, როგორ იზრდება ჯინა, როგორ ამთავრებს უნივერსიტეტს, ვერ მიაცილებს საკურთხეველთან" - ჯორჯ ფლოიდის შვილის დედის ემოციური გამოსვლა

ჯორჯ ფლოიდის 6 წლის ქალიშვილის დედამ პრესკონფერენცია გამართა. ფლოიდის გარდაცვალების მერე როქსი ვაშინგტონმა საჯაროდ პირველად ისაუბრა და ქალიშვილზე მითითებით თქვა, რომ "ესაა ის, რაც პოლიციელებმა წაართვეს - მამა ვერასდროს ნახავს, როგორ იზრდება ჯინა, როგორ ამთავრებს უნივერსიტეტს და ვერასდროს მიაცილებს საკურთხეველთან".

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. 25 მაისს 48 წლის მამაკაცმა გონება დაკავების დროს დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოციალურ ქსელში ფლოიდის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელს ფლოიდის კისერზე მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს დაჭერილი. ისმის დაკავებულის ხმა, რომ სუნთქვა უჭირს.

პოლიციელი, რომელიც ფლოიდზე ძალადობას ახორციელებდა, 26 მაისს დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობის მუხლით წაუყენეს. დაკავების პროცესში მონაწილე კიდევ სამი პოლიციელი კი სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

ინტერნეტში ფლოიდის სიცოცხლის ბოლო წუთებში გადაღებული ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, შეერთებული შტატების ათობით ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.



ასევე დაგაინტერესებთ: "ეს ჩემს ძმას ვერ დააბრუნებს!" - რისკენ მოუწოდა ჯორჯ ფლოიდის ძმამ ამერიკელებს (ნაწყვეტი გამოსვლიდან)

უმძიმესი კადრები აშშ-დან: პოლიციელი დაკავებულს სადისტურად ექცევა, სასოწარკვეთილი შეძახილების მიუხედავად, ყველაფერი თითქმის, 9 წუთი გრძელდება