loader

ანუკი არეშიძის დედა კოვიდ19-ის გამო სასტუმროში ჩაკეტეს - დიზაინერი დეტალებზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანუკი არეშიძის დედა კოვიდ19-ის გამო სასტუმროში ჩაკეტეს - დიზაინერი დეტალებზე საუბრობს


თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისი" დატოვა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

"ტყუილია!!!!გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისის" ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით",- აღნიშნავს არეშიძე.

ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა, რომელიც კონფერენციაზე იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება. დაიწყება კონფერენციაზე მყოფი 400-მდე ექიმის ტესტირება და გადანაწილდებიან თვითიზოლაციასა და კარანტინში.