ხათუნა ზახაშვილი ასახელებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ რეანიმაციაში გადაყვანა დასჭირდათ
16:18 / 01-04-2021
"გვერდითი მოვლენები და რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია. საქართველოში ვაქცინირებულებიდან ჯერჯერობით რეგისტრირებული გვაქვს ასეთი 27 შემთხვევა. მათგან 4 შემთხვევა იყო, როდესაც დასჭირდათ ინტენსიური თერაპია, 3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში - რეანიმაციული ღონისძიება", - განაცხადა ზახაშვილმა.