loader

"ეს არ არის სწორი ინფორმაცია... ყველაფერი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის" - კახა კალაძის თქმით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს და მკურნალობას აგრძელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არ არის სწორი ინფორმაცია... ყველაფერი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის" - კახა კალაძის თქმით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს და მკურნალობას აგრძელებს


"ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა პოლიტიკურ მომავალს "ქართულ ოცნებაში".

როგორც კალაძე განმარტავს, მცდარია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებს პოლიტიკიდან წასასვლელად.

"მე ვარ "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, პარალელურად დედაქალაქის მერი. შესაბამისად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დამაკისრა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ამასთან დაკავშირებით გითხარით ჩემი პოზიცია, რომ მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცნობილი თქვენთვის, საზოგადოებისთვის.

მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, პოლიტიკიდან მივდივარ. ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს მოვიგონე და ეს უნდა გამოვიყენო, რომ პოლიტიკიდან წავიდე. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ",-აცხადებს კალაძე.