loader

“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ერთი 6 თვით... მე მუდმივიც არ მიშველის“ - რას წერენ ცნობადი სახეები ნიკა მელიას წონაში დაკლების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ერთი 6 თვით... მე მუდმივიც არ მიშველის“ - რას წერენ ცნობადი სახეები ნიკა მელიას წონაში დაკლების შესახებ


მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა, აქტუალური გახდა მისი წონაც. როგორც გაირკვა, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ 3 თვეში 24 კილოგრამი დაიკლო. ნიკა მელიამ საზოგადოებას მისი კვების რეჟიმის შესახებაც უამბო. როგორც აღნიშნა, იკვებებოდა დღეში ერთხელ და მხოლოდ წვნიანებით. 
მედიაში უკვე გაჩნდა ტერმინი  - “მელიას დიეტა“. ცნობილი სახეები, მეგობრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა სახალისო შეფასებებსაც აკეთებე. უმრავლესობას კი წონაში დაკლების მოტივით, ციხეში ყოფნის სურვილი გაუჩდა. 

“მელიას ტანზე თუ გამოვალ მეც ჩავჯდები ერთი 6 თვით“ - წერს თამარ ლეკვეიშვილი “ფეისბუქზე.“

“დახვრეტა გააუქმეს და მე მუდმივიც არ მიშველის“ - წერს საპასუხოდ კობა ბარათელი. 
“რამე ჯგუფურზე წავიდეთ...
მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ...
10 კილო მინდა და რა მუხლი მიუდგება ნეტა?...“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.