loader

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს

გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. დაკავებული ყველა პირი კი გათავისუფლდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 ივნისს ჩაინიშნა.

ადვოკატები ითხოვდნენ, რომ დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდეს.
აქტივისტების თქმით, უკანონოდ არიან დაკავებულები და მათი მხრიდან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, ღამით სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით პროტესტს გამოხატავდნენ, ამავდროულად ბარიკადებს მიღმა გადასვლას და სოფელ ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა "რიონის ხეობის მცველების" 8 წარმომადგენელი დააკავა. რვავე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.