loader

“მიყვარხარ და მინდა ბევრი შენნაირი ემსახურებოდეს ჩვენს ქვეყანას“ - ეკა გიგაური ამაღელვებელ წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მიყვარხარ და მინდა ბევრი შენნაირი ემსახურებოდეს ჩვენს ქვეყანას“ - ეკა გიგაური ამაღელვებელ წერილს ავრცელებს

იურისტი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შესახებ ამაღელვებელ სტატუსს აქვეყებს. 

“იმიტომ არ ვწერ ამას, რომ დიდი ხანია ვმეგობრობთ. ნამდვილად არ ვარ სუბიექტური შეფასებაში. უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი, რომ თავი აქვს გადადებული იმ საქმისთვის რასაც აკეთებს. ისიც ვიცი რა ფასს იხდის იმისთვის, რასაც აკეთებს. არც შექება არ ჭირდება და არც დაფასება და არც არასოდეს დაიწუწუნებს, იმის გამო, რომ ყოველ დღე ათასი სიბინძურით ესხმიან თავს, ცდილობენ ნერვები მოუშალონ და შეაშინონ. მთავრობაც ებრძვის და რუსეთის ჯაშუშებიც კოორდინირებულად და არც მაგაზე ამბობს რამეს. აი ასე აგრძელებს თავისი საქმის კეთებას და ყველას გვეიმედება. იმათაც კი, ვინც უწინ ცუდად მოიხსენიებდა. Nino Lomjaria მიყვარხარ და მინდა ბევრი შენნაირი ემსახურებოდეს ჩვენს ქვეყანას. ყურადღება არ მიაქციო! ბევრად უფრო მეტს უყვარხარ დამიჯერე... იქ მყოფებიც, რომ გაუჭირდებათ შენთან მოვლენ !“ - წერს ეკა გიგაური.