loader

“მადლობელი ვიქნები თუ შეგვეშვები! შენს ადგილას, რომ ვიყო, ეს ჩემთვის დამამცირებელი იქნებოდა“ - საჯარო მიმოწერის შემდეგ, კატია დიდამ ნანუკა ჟორჟოლიანი დაბლოკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მადლობელი ვიქნები თუ შეგვეშვები! შენს ადგილას, რომ ვიყო, ეს ჩემთვის დამამცირებელი იქნებოდა“ - საჯარო მიმოწერის შემდეგ, კატია დიდამ ნანუკა ჟორჟოლიანი დაბლოკა


თინათინ სტამბოლოშივილის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს, ნანუკა ჟორჟოლიანისა და კატია დიდას დისკუსია მოჰყვა.
პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ დატოვებულ კომენტარს თეა სულაბერიძე გამოეხმაურა და დაწერა: „იგრძნობა კოდუას კლასი“. ამ კომენტარით უკმაყოფილო ნანუკამ, პოსტის ქვეშ ირაკლი კოდუას მოქმედი მეუღლე მონიშნა:

ნანუკა ჟორჟოლიანი: კომენტარებში მე მომიხსენიეს, როგორც ირაკლი კოდუას ცოლი, მე მოგნიშნე შენ და ვუთხარი მათ, რომ შენ ხარ მისი ცოლი.

კატალინა დიდა: ყველამ იცის ვინ ვინ არის. გულწრფელად მადლობელი ვიქნები მე/ჩვენ თუ შეგვეშვები, რადგან დროდადრო ვხედავ რომ შენ არ შეგიძლია ჩემთან პროვოკაციების გარეშე საუბარი

ნანუკა ჟორჟოლიანი: როცა ვინმე მე მახსენებს ირაკლისთან ერთად, მაშინ მოგნიშნავთ. არ არის სამართლიანი როდესაც მისი გვარით მომიხსენიებენ. ასე, რომ თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ მათ, როდესაც ისინი დაიწყებენ მასზე (ირაკლი კოდუაზე) საუბარს.

კატალინა დიდა: ძვირფასო, შენ ახსენებ შენთან ყოველთვის ირაკლის. ასე, რომ ეს ნორმალურია. თუ ძალიან არ გინდა, რომ შემეშვა შეგიძლია, ეს სისულელე მარტომ გააგრძელო. ამიტომ დაგბლოკავ ყოველ შემთხვევაში შენს ადგილას, რომ ვიყო ეს ჩემთვის დამამცირებელი იქნებოდა.