loader

“რამდენიმე წუთის წინ დაგვიდასტურა ქალბატონმა ლელამ“ - წინასწარმეტყველის ადმინისტრაცია საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რამდენიმე წუთის წინ დაგვიდასტურა ქალბატონმა ლელამ“ - წინასწარმეტყველის ადმინისტრაცია საგანგებო მიმართვას ავრცელებს


“მეგობრებო,
გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი უკვე მოქმედი პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკაში ჩართვის მსურველთა მხრიდან კვლავაც გრძელდება „გიორგი ბრწყინვალის“ თემით სპეკულირება, გვსურს შეგახსენოთ იმ წინასწარმეტყველებათა ნაწილი, რომლებიც სწორედ „გიორგი ბრწყინვალის“ შესახებ აქვს წარმოთქმული და გამოქვეყნებული ლელა კაკულიას.

მავანთ გვსურს მოვუწოდოთ, კარგად ჩახედონ ჩანაწერებს, გულდასმით გაიაზრონ საქართველოს მომავალი მმართველის ნიშან-თვისებები, მისი გარეგნული აღწერილობა თუ პიროვნული მახასიათებლები, მისი ცოდნა-განათლების მაჩვენებლები და მხოლოდ შემდეგღა გამოთქვან ამბიციები „გიორგი ბრწყინვალეობაზე“.
მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ასეთი ამბიცია აწუხებს: ნუ შეეცდებით მოირგოთ „გიორგი ბრწყინვალის“ ტიტული — ეს სრულიად ფუჭი და ამაო მცდელობაა!

მით უმეტეს, რომ როგორც სულ რამდენიმე წუთის წინ დაგვიდასტურა ქალბატონმა ლელამ, „გიორგი ბრწყინვალე“ ჯერ არ არის საქართველოში და ჯერ არ სწვევია ქართველ წინასწარმეტყველს — რაც, წინასწარმეტყველების მიხედვით, მისი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს!!!“ - აღნიშნულია წინასწარმეტყველის ოფიციალურ ვერდზე, რომელიც 5 დეკემბრით თარიღდება.