loader

“რო­დე­საც ერთ ად­გი­ლას ვზი­ვარ, კი­დუ­რე­ბის გა­ყინ­ვა მე­წყე­ბა... ყე­ლის ტკი­ვი­ლი მქონ­და, შემ­დეგ სი­ცხე მომ­ცა“ - კოვიდინფიცირებული ნინი ბადურაშვილი თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად იზოლაციაში იმყოფება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რო­დე­საც ერთ ად­გი­ლას ვზი­ვარ, კი­დუ­რე­ბის გა­ყინ­ვა მე­წყე­ბა... ყე­ლის ტკი­ვი­ლი მქონ­და, შემ­დეგ სი­ცხე მომ­ცა“ - კოვიდინფიცირებული ნინი ბადურაშვილი თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად იზოლაციაში იმყოფება


ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­დნენ. მომ­ღერ­ლე­ბი ვირუსს ერ­თად თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მცხე­თის სახ­ლში ებ­რძვი­ან. დღეს ინ­ფი­ცი­რე­ბის მე­სა­მე დღეა და ამ­ბო­ბენ, რომ თავს კარ­გად გრძნო­ბენ, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი მა­ინც აწუ­ხებთ. Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ნინი ამ­ბობს, რომ გა­და­დე­ბის წყა­რო არ იცის და არც ის, ახლა რო­მე­ლი შტა­მით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი...

ნინი:

- კო­ვი­დი მაქვს, უკვე მე­სა­მე დღეა. ჩემი შვი­ლი ნორ­მა­ლუ­რად არის, მის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი ვარ და არ და­დას­ტუ­რე­ბია. მე ცალ­კე ვარ, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან ერ­თად. ორი­ვეს დაგ­ვი­დას­ტურ­და და მცხე­თა­ში ვართ, თა­კოს­თან სახ­ლში. ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და ნორ­მა­ლუ­რად მი­დის ყვე­ლა­ფე­რი. მე ორი დოზა "სი­ნო­ფარ­მით" ვარ აც­რი­ლი. წყა­რო არ ვი­ცით, ვის­გან და­ვინ­ფი­ცირ­დით.

ყე­ლის ტკი­ვი­ლი მქონ­და, შემ­დეგ სი­ცხე მომ­ცა და ხვე­ლა და­მე­წყო. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი მქონ­და, თუმ­ცა, სხვა ვირუ­სე­ბის­გან განს­ხვა­ვე­ბით, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბე­ბი მაქვს. ხან ზურ­გი მტკი­ვა, უცებ თავი ამ­ტკივ­დე­ბა, ხან თავ­ბრუს­ხვე­ვა მაქვს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა დაჯ­დე ერთ ად­გი­ლას, უნდა იმოძ­რა­ო. სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის თვალ­საზ­რი­სით ქმნის პრობ­ლე­მებს, რო­გორც ამ­ბო­ბენ. რო­დე­საც ერთ ად­გი­ლას ვზი­ვარ, კი­დუ­რე­ბის გა­ყინ­ვა მე­წყე­ბა. ამი­ტომ ყო­ველ­თვის უნდა იყოთ მოძ­რა­ო­ბა­ში. ვრცლად იხილეთ