loader

სააკაშვილს გომერ სიმფსონმა აჯობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილს გომერ სიმფსონმა აჯობა

საქართველოს პრეზიდენტის გვარი, მსოფლიოს სხვა პოპულარული პოლიტიკოსების მსგავსად, სერიალ "სიმფსონების" განუყოფელ ნაწილად იქცა.

სერიალის 22-ე სეზონის მე-14 სერიაში სააკაშვილის გვარმა "ოქროს გლობუსზე" წარდგენილი ნამუშევრის სახელწოდებაში გაიჟღერა.

მართალია "სააკაშვილის გაზაფხულმა" ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა, მას გომერ სიმფსონის ნახელავმა "გაბრაზებულმა მამამ" აჯობა, მაგრამ ჩვენთვის ორი რამ არის ნიშანდობლივი: პირველი - სააკაშვილი მსოფლიოში იმდენად პოპულარულია, რომ ცნობილი სერიალის ავტორებმა მისი გვარის ფილმში გამოყენება გადაწყვიტეს და მეორე - ის, თუ რა კონტექსტში გამოიყენეს ავტორებმა საქართველოს პრეზიდენტის გვარი.

სამწუხაროდ, "სააკაშვილის გაზაფხული" სადისტური მულტფილმია, სადაც ომით დანგრეულ ქალაქში ერთი შავი ტანკი ბავშვებს ხოცავს.