loader

იოკო ონომ Pussy Riot-ი ჯონ ლენონის პრემიით დააჯილდოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იოკო ონომ Pussy Riot-ი ჯონ ლენონის პრემიით დააჯილდოვა

მხატვარმა და მომღერალმა იოკო ონომ რუსულ ჯგუფ Pussy Riot-ს მსოფლიო პრემია მიანიჭა, რომელიც მან საკუთარი ქმრის, ჯონ ლენონის ხსოვნის პატივსაცემად დააარსა. 

ჯილდო 21 სექტემბერს ნიუ იორკში ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მეუღლეს, პეტრ ვერზილოვს გადაეცა. ონომ მას პრემია აშშ-ში უფლებადამცველი ორგანიზაცია "Amnesty International"-ის დირექტორთან, სიუზან ნოსელთან ერთად გადასცა. ონოს თქმით, მან გადაწყვიტა, ჯგუფის წევრები თვითგამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დაეჯილდოვებინა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ:

- ქაშუეთის ტაძრის ეზოში ხატის შარჟი, Pussy Riot-ის მხარდამჭერი წარწერით, წაშალეს

- შიშველმა გოგონამ კრასნოიარსკის ქუჩებში Pussy Riot-ის მხარდასაჭერად გაისეირნა

- "ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი" - პანკ-ლოცვა რუსულ ეკლესიაში