loader

მეეზოვეები თუ დაცვის პოლიცია? - ღამით ცესკო-ს შენობასთან რკინის ღობე გააკეთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეეზოვეები თუ დაცვის პოლიცია? - ღამით ცესკო-ს შენობასთან რკინის ღობე გააკეთეს

არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დაცვის პოლიციის დეპარტამენტიდან ცესკო-ს შენობამდე დასუფთავების სამსახურის ფორმაში გადაცმულმა ჯარისკაცებმა რკინის მაღალი ღობე გააკეთეს. ღობის აგება ე.წ. მეეზოვეებმა იმ დროს დაიწყეს, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ჟურნალისტებთან პრესკონფერენციას მართავდა. "ინფო9"-ის შეკითხვას, თუ რატომ კეთდებოდა ღობე ცესკო-სა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის, ხარატიშვილმა უპასუხა, რომ არანაირი ღობე არ კეთდება. ღობე, რომელიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ცესკო-ს შენობასთან აკავშირებს, საგანგებოდ არის გამაგრებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცესკო-ს ეზოს კარი ღობის საშუალებით დაცვის პოლიციას უკავშირდება და ამ ღობის გამო შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ გადაადგილდება არჩევნების დღეს ცესკო-დან დაცვის პოლიციის შენობისკენ და პირიქით.

წყარო "ინფო9"