loader

"ძალები ხვალისთვის შემოინახეთ, ამ საღამოს ვერაფერს იპოვით" - "ნაციონალების" პასუხი ჟურნალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალები ხვალისთვის შემოინახეთ, ამ საღამოს ვერაფერს იპოვით" - "ნაციონალების" პასუხი ჟურნალისტებს

ზუგდიდში "ინფო 9"-ის გადამღებ ჯგუფს ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში "ნაციონალური მოძრაობის" საიდუმლო შტაბი იყო განთავსებული. როგორც ქუჩის მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, სახლში გაურკვეველი დოკუმენტაცია შეჰქონდათ და გაჰქონდათ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად მედიის წარმომადგენლები აღნიშნულ მისამართზე მივიდნენ, თუმცა სახლის პირველ სართულზე შეკრებილთა უმეტესობამ ოთახი უკანა კარიდან დატოვა. სახლის მეპატრონემ სახლში საიდუმლო შტაბის არსებობა კატეგორიულად უარყო. მოგვიანებით ადგილზე ზუგდიდის საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი ბართლომე შელია მივიდა. მან ასევე უარყო ჟურნალისტებისათვის მიწოდებული ინფორმაცია.

წყარო "ინფო 9"