loader

მერაია ქერის ჰიტის უბადლო შესრულება, აღფრთოვანებული ჟიური და მაყურებელი ამერიკულ Voice-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერაია ქერის ჰიტის უბადლო შესრულება, აღფრთოვანებული ჟიური და მაყურებელი ამერიკულ Voice-ში

ამერიკაში Voice-ის შესარჩევი ტურები დასრულდა და უკვე კონკურსანტებს შორის შეჯიბრებები დაიწყო, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ჟიურის მიერ არჩეული კონკურსანტები წყვილ-წყვილად  ეჯიბრებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც ერთ საუკეთესოს ჟიური ირჩევს. წელს ახალი წესი შემოიღეს - ჟიურის დანარჩენ წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ ის კონკურსანტი, რომელსაც თავისი ხელმძღვანელი სახლში გაუშვებს.

ორშაბათს ყველაზე გამორჩეული სი ლო გრინის ჯგუფიდან ორი კუნკურსანტი, ტრევინ ჰანტი და ამანდა ბრაუნი იყვნენ. მათ მერაია ქერის ცნობილი სიმღერა Vision of Love შეასრულეს. ამ შესრულებით ორივე კონკურსანტმა ჟიურისგან და მაყურებლისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.