loader

ბრიტანელი მომღერალი სარა ბრაითმენი კოსმოსიდან სიმღერას აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანელი მომღერალი სარა ბრაითმენი კოსმოსიდან სიმღერას აპირებს

ბრიტანელი მომღერალი სარა ბრაითმენი კოსმოსური ტურისტის ამპლუას მოირგებს. იგი ერთ-ერთი იქნება იმ სამი ადამიანიდან, რომლებიც 6-თვიანი მზადების შემდეგ ნასას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ეწვევიან.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაითმენმა მსოფლიოს აცნობა, რომ მისი მიზანია, გახდეს პირველი პროფესიონალი მუსიკოსი, რომელიც კოსმოსიდან იმღერებს.

"ეს მოგზაურობა ჩემი ოცნების ნაყოფია, სიზმარი, რომელიც ბოლოს და ბოლოს ცხადი ხდება. ამაზე ამაღელვებელი მთელ ცხოვრებაში არასოდეს არაფერი ჩამიდენია" - განაცხადა ბრიტანელმა მომღერალმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.