loader

51 ბოკალი ერთ ხელში - ბრიტანელი სომელიეს რეკორდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

51 ბოკალი ერთ ხელში - ბრიტანელი სომელიეს რეკორდი

ბრიტანელი სომელიე ფილიპ ოსენტონი ახალი რეკორდსმენია. მან ერთ ხელში ღვინის 51 ბოკალი დაიჭირა. პირველ მცდელობაზე ოსენტონმა 45 ბოკალი დაიჭირა, თუმცა იმავე დღეს მეორედაც სცადა და ამჯერად უკვე 51 ბოკალის დაჭერა შეძლო.

43 წლის სომელიეს თქმით, მან ხელში დიდი რაოდენობის ჭურჭლის დაჭერა ლონდონის სასტუმროს რესტორნებში მუშაობისას ისწავლა. მას დროის მოკლე მონაკვეთში რესტორანში 140-ადგილიანი მაგიდის გაშლა და 280 ბოკალის (ორი სახეობის სასმელისთვის თითო-თითო ბოკალი) დალაგება უწევდა.

მსგავსი რეკორდი ფილიპინელმა რეიმონდ ადინაამ 2007 წლის 24 ოქტომბერს ესპანეთში დაამყარა. მან ხელში 39 ბოკალის დაჭერა შეძლო.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე