loader

7 პანდა სამ თვეში - ნაყოფიერი შემოდგომა ჩინეთის ზოოპარკში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

7 პანდა სამ თვეში - ნაყოფიერი შემოდგომა ჩინეთის ზოოპარკში

ჩინეთში, პანდების გამრავლების ცენტრში სამი თვის განმავლობაში 7 პანდა დაიბადა. პატარა პანდები სიჩუანის პროვინციაში მდებარე ჩენგდუს პანდას ბაზაზე პირველად გადაიღეს ერთად. ერთ-ერთი მათგანია ორეო, რომელიც ზუსტად ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის დროს დაიბადა.

"ძალიან გვიხარია რომ 2012 წლის ზაფხულის და შემოდგომის სეზონი ასეთი ნაყოფიერი გამოდგა. ის რომ ამდენი პანდა იბადება, მოწმობს ჩვენი გამრავლების პროგრამის წარმატებაზე", - განცხადა ექიმმა ჟანგმა.