loader

რუსული ტელეკომპანიის კორესპონდენტი ნოდარ მელაძე პირდაპირი ჩართვით ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული ტელეკომპანიის კორესპონდენტი ნოდარ მელაძე პირდაპირი ჩართვით ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ "იმედიდან" წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში, რომელიც ტელეწამყვანმა "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა, მან მადლობა გადაუხადა მაყურებელს და გუნდს, რომელიც მასთან ერთად "იმედის" 9 სატელევიზიო სეზონის განმავლობაში მუშაობდა. ტელეწამყვანმა წარმატება უსურვა "ქრონიკის" ახალ გუნდს.

"მე სხვა არაფრის კეთება არ ვიცი, მე ვარ ჟურნალისტი და იმედი მაქვს, რომ ისევ შევძლებ გითხრათ - "გამარჯობა, ეს არის მთავარი დღეს!" - წერს ჟურნალისტი მიმართვაში.

26 ოქტომბერს "ქრონიკისა" და გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსით" წამყვანი რუსული ტელეკომპანია "Дождь"-ის ეთერში გამოჩნდა. პირდაპირი ჩართვით თბილისიდან, ნოდარ მელაძემ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის იმ ვერსიაზე ისაუბრა, რომელიც დაღუპული პრემიერ-მინისტრის ძმამ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გააჟღერა.