loader

ადამიანი-ჟირაფი ხალხს კარგ განწყობას ჩუქნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადამიანი-ჟირაფი ხალხს კარგ განწყობას ჩუქნის

შოტლანდიაში ალტრუისტი ჟირაფი გამოჩნდა, რომელიც ქალაქების ქუჩებში დადის და ადამიანებს გაღიმებასა და პატარა ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.

იდეის ავტორი უმუშევარი არმსტრონგ ბეილია, რომელიც თვლის, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ადამიანებს გამხნევება და სიკეთე სჭირდებათ.

ჟირაფის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ღიმილს იწვევს, ქუჩაში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს, მოწყენილ გამვლელებს ცივ დღეებში ყავას ურიგებს, ბავშვებს სათამაშოებს ჩუქნის, ასეირნებს ძაღლებს და ყრის ნაგავს. როგორც BBC იუწყება, ჟირაფის სასაცილო ფორმა მას დედამ შეუკერა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე