loader

ფიგარო - "ყველაზე ჭკვიანი" თუთიყუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიგარო - "ყველაზე ჭკვიანი" თუთიყუში

დღემდე ითვლებოდა, რომ საკვების მოსაპოვებლად სხვადასხვა საგანს გააზრებულად მხოლოდ მაიმუნები იყენებდნენ. თუმცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის ბინადარმა თუთიყუშმა ფიგარომ მეცნიერთა წარმოდგენა თავდაყირა დააყენა.

თუ მისი გალიის მახლობლად მისთვის საინტერესო რამ - მაგალითად, ქიშმიში ან თხილი ისეთ მანძილზე მოიხელთა, რომელსაც ნისკარტით ან ფეხით ვერ სწვდება, ჭკვიანი თუთიყუში ნისკარტით გალიის ხის ფუძეს ჯერ მომცრო ჩხირს მოატეხს, შემდეგ მოიმარჯვებს, საკვებს გალიის ახლოს მოხერხებულად მიიგორებს და ნისკარტით იღებს!