ამერიკელმა მოზარდებმა ერთად ყოფნის სურვილით სქესი შეიცვალეს
ამერიკელმა მოზარდებმა - 18 წლის კეტი ჰილმა და 16 წლის ერინ ენდრიუსმა ერთმანეთთან დაახლოების მიზნით, სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთეს. ისინი ოკლაჰომას ქალაქ ტალსში სკოლის წვეულებაზე შეხვდნენ და ერთმანეთი მაშინვე შეუყვარდათ.
კეტი ბიჭად მოევლინა ქვეყანას და ლუკის სახელს ატარებდა. საზღვაო ქვეითი ძალების ვიცე-პოლკოვნიკის ვაჟი საკუთარი ქალური მიდრეკილებების დამალვას დიდხანს ცდილობდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მომავალში მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა.
ერინ ენდრიუსი გოგონა იყო, სახელად ემერალდა. ის ბალეტით იყო გატაცებული და ხშირად მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში, თუმცა, თანატოლების დაცინვა მოსვენებას არ აძლევდა.
ერთმანეთის გაცნობის შემდეგ მოზარდებმა პრეპარატების მიღება დაიწყეს. ერინი მამაკაცურობის შესაძენად, ტესტოსტერონს იკეთებდა, კეტი კი წამლებს სვამდა, რათა მკერდი გაზრდოდა. შეყვარებულების ისტორიით გულაჩუყებულმა ანონიმურმა სპონსორმა ბიჭს ოპერაციისთვის საჭირო დიდი თანხა გადაურიცხა. გოგონა კი, დიდი ხნის ყოყმანისა და განსჯის შემდეგ, მშობლებმა დააფინანსეს. კეტი ჰილის მშობლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას ცდილობდნენ და ვაჟს ექიმებთან დაატარებდნენ, თუმცა სუიციდის მცდელობის შემდეგ ქირურგიულ ჩარევას დათანხმდნენ - მათი თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი ოპერაციის გაკეთებას ვერ შეძლებდა.
მრავალი ოპერაციის შემდეგ მოზარდები კმაყოფილებას ვერ მალავენ და ოჯახის შექმნას აპირებენ.
ინფორმაციო პორტალი ამბები.გე