loader

"ჩამოხრჩობა" გორის ცენტრალურ მოედანზე - კადრები გადასაღები მოედნიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩამოხრჩობა" გორის ცენტრალურ მოედანზე - კადრები გადასაღები მოედნიდან

გორის ცენტრალურ მოედანზე ადამიანები "ჩამოახრჩვეს" - სინამდვილეში, ეს კადრებია ახალი ფილმის "ჯეკი - ქალების სამეფოში" გადასაღები მოედნიდან.

ქალაქ გორის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაში, ფრანგი კინოვარსკვლავის, შარლოტა გეინსბურგის მონაწილეობით ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. ფრანგი მსახიობი და მომღერალი თბილისში პირველად 18 ნოემბერს გამოჩნდა. სოციალურ ქსელებში მისი თბილისში გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა.

შარლოტა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ქართულ-ფრანგულ ფილმში, რომლის პროდიუსერიც ქართული მხრიდან პაპუნა დავითაიაა. ფილმში "ჯეკი ქალების სამეფოში" მთავარ როლს რეჟისორი მიშელ აზანავიჩუსი შეასრულებს.

ფილმის გადაღება პარიზსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არის დაგეგმილი. ამავე ფილმისთვის გადასაღები პავილიონები მომზადებულია საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაშიც.

იხილეთ წყარო: qartli.ge