loader

სან ფრანცისკოში შიშვლად სიარული აიკრძალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სან ფრანცისკოში შიშვლად სიარული აიკრძალა

საპროტესტო აქციების მიუხედავად, სან ფრანცისკოში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს სიშიშვლეს საზოგადო ადგილებში. კანონს მხარი დამკვირვებელთა საბჭოს 11-დან 6-მა ადამიანმა დაუჭირა. ახლა ქალაქის ყველა მკვიდრი და სტუმარი ვალდებული იქნება, ქუჩაში ჩაცმული გამოვიდეს. იგივე წესი ვრცელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროსაც. მიღებული კანონის თანახმად, წესების დარღვევას მოჰყვება ჯარიმა. პირველი დარღვევის დროს ჯარიმა 100 დოლარია, მეორე შემთხვევაში - 200$, მესამეში - 500$, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი კიდევ განმეორდა, ადამიანი ერთი წლით ჩაჯდება ციხეში.


www.ridus.ru