loader

სახალისო ვიდეო სიკვდილის ყველაზე სულელურ გზებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახალისო ვიდეო სიკვდილის ყველაზე სულელურ გზებზე

Dumb Ways to Die - ახალი ინტერნეტჰიტი, მარტივი და მსუბუქი მელოდია, სახალისო ანიმაციური ფიგურები - ამ ვიდეომ youtube-ის 12 მილიონამდე მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო.

ვიდეო, რომელიც მელბურნის მეტრომ, მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობის კამპანიის ფარგლებში შეუკვეთა, სიკვდილის ყველაზე სულელური გზების შესახებ უცნაური და სახალისო მეთოდით გვიყვება.

პატარა არსებები სუიციდის ყველა ცნობილ ხერხს მიმართავენ, თუმცა, მორალი ერთია: თვითმკვლელობა სისულელეა. ამასთან, ვიდეოს იდეა იყო, სიკვდილი, არა როგორც ტაბუ, არამედ ხუმრობის თემად განიხილოს ადამიანმა.

"თუკი ეს ვიდეო ბევრ ადამიანს მიწვდება, მაშინ ბევრი დაფიქრდება, ორჯერ მაინც, სანამ რაიმე სისულელეს ჩაიდენს. ეს ამ ვიდეოს მთავარი მიზანია" - ამბობს მელბურნის მეტროპოლიტენის წარმომადგენელი ლი ვაიმარკი.