loader

გემრიელი მატარებელი 1250 კილოგრამი შოკოლადისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გემრიელი მატარებელი 1250 კილოგრამი შოკოლადისგან

კონდიტერმა ენდრიუ ფარუჯიმ, რომელიც კუნძულ მალტაზე ცხოვრობს, მსოფლიოში ყველაზე გრძელი, სამგზავრო მატარებლის ფორმის შოკოლადი შექმნა. მისი სიგრძე 34 მეტრია.

შოკოლადის მატარებელი ფესტივალ Brussels Chocolate Week-ის ფარგლებში შეიქმნა. მის გასაკეთებლად 1250 კგ საუკეთესო ბელგიური შოკოლადი გამოიყენეს. ამ უნიკალური ტკბილეულის შექმნაზე ენდრიუმ 784 საათი დახარჯა. მასში 6.5 მლნ კალორიაა!

რეკორდსმენი შოკოლადი მალტაზე დამზადდა, თუმცა მოგვიანებით მისი ბელგიაში ჩატანა გადაწყდა. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა უკვე დააფიქსირეს ახალი მსოფლიო რეკორდი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე