loader

ჰიუ ჯეკმანს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰიუ ჯეკმანს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

როგორც ჩანს, ჰიუ ჯეკმანს ცხოვრება კარგად აქვს აწყობილი. ავსტრალიელი მსახიობი ჰოლივუდში არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არტისტია, არამედ კინოკრიტიკოსების სიყვარულსაც იმსახურებს. 13 დეკემბერს, ერთი დღის განმავლობაში, მსახიობმა არა მხოლოდ "ოქროს გლობუსის" ნომინაცია მიიღო (ვიქტორ ჰიუგოს უკვდავი რომანის "საბრალონის" ეკრანიზაციაში შესრულებული ჟან ვალჟანის როლისთვის), არამედ ჰოლივუდის დიდების ხეივანში თავისი სახელობის ვარსკვლავიც გახსნა.

მსახიობს წითელ ხალიჩაზე მისი ბოლო ფილმის, "საბრალონის" თითქმის სრული სამსახიობო შემადგენლობა (რეჟისორი ტომ ჰუპერი, მსახიობები ენ ჰეთევეი და ამანდა სეიფრიდი), მეუღლე და შვილები გულშემატკივრობდნენ.