loader

NASA vs მაიას ტომი - ანუ ნახეთ ვიდეო და დარწმუნდით, 22 დეკემბერს ისევ დედამიწაზე იქნებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NASA vs მაიას ტომი - ანუ ნახეთ ვიდეო და დარწმუნდით, 22 დეკემბერს ისევ დედამიწაზე იქნებით

დადგება თუ არა სამყაროს აღსასრული 21 დეკემბერს? NASA მაიას ტომების წინასწარმეტყველებაზე ვრცელ კომენტარს ავრცელებს, სათაურით "რატომ არ დადგა ქვეყნიერების დასასრული გუშინ". ნიშანდობლივია ის, რომ ვიდეოკლიპი გამოქვეყნდა თარიღით 22.12.12, ანუ სიმბოლურად სავარაუდო კატასტროფის მეორე დღეს. უყურეთ ვიდეოს, რათა დარწმუნდეთ, რომ 22 დეკემბერს ისევ აქ იქნებით. ამ ვიდეომ უკვე მნახველთა რეკორდული რაოდენობა დააგროვა.

ვიდეოში პასუხებია გაცემული იმ კითხვებზე, რომლებიც NASA-ს ექსპერტებმა დაინტერესებულ და მოსალოდნელი არმაგედონით დამფრთხალ მოსახლეობას გასცეს.

"სამყაროს აღსასრული 2012 წელს არ დადგება. ჩვენი პლანეტა 4 მილიარდ წელზე მეტია, თავს მშვენივრად გრძნობს და მსოფლიოს წამყვან ასტრონომებს ამ მხრივ 2012 წელს რაიმე განსხვავება ნამდვილად არ შეუმჩნევიათ. ისტორია სამყაროს დასასრულის შესახებ დაიწყო საეჭვო განცხადებებით, რომ ნიბირუ, არარსებული პლანეტა, რომელიც თითქოსდა შუმერებმა აღმოაჩინეს, დედამიწისკენ მოექანებოდა. კატასტროფას ჯერ 2003 წლის მარტისთვის ვარაუდობდნენ, მაგრამ როდესაც არაფერი მოხდა, მსოფლიოს აღსასრულის თარიღი 2012 წლის დეკემბერში "გადაწიეს" და მაიას ტომების კალენდრის ერთ-ერთი ციკლის დამთავრებასთან დააკავშირეს, რომლის დროსაც ზამთრის დაბნელება უნდა მომხდარიყო. სწორედ ამიტომ იქცა 2012 წლის 21 დეკემბერი სამყაროს აღსასრულის დღედ. ისევე, როგორც თქვენი სამზარეულოს კალენდრის ბოლო ფურცელი არ მოასწავებს სამყაროს აღსასრულს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კალენდრის ბოლო ფურცელია, ასევე, მაიას კალენდრის ერთ-ერთი ციკლის დამთავრებაც არაფერ შუაშია სამყაროს აღსასრულთან. ისევე, როგორც 2013-ში თქვენ ახალ კალენდარს დაკიდებთ, მაიას ტომების კალენდარიც ხელახლა დაიწყებოდა 2012 წლის შემდგომ" - ასე პასუხობს NASA თავისი საიტიდან ცნობისმოყვარეებს.

და ბოლოს, აი, რას პასუხობს NASA ინტერნეტმომხმარებლის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა განცდა ეუფლებათ NASA-ს ექსპერტებს, როდესაც ხალხი მსოფლიოს აღსასრულზე საუბრობს: "კატასტროფებსა და დრამატულ ცვლილებებზე ხმების გამავრცელებლებს გვინდა მივმართოთ: სად არის მეცნიერული დასაბუთება? ასეთი დასაბუთება არ არსებობს და რასაც არ უნდა ამბობდნენ ფილმებში, წიგნებში და ინტერნეტჭორებში, ამას არაფერი შეცვლის. არ არსებობს არავითარი სარწმუნო დასაბუთება, რომ 2012 წელს რაიმე მსოფლიო კატასტროფა მოხდება".