loader

არწივის მიერ ბავშვის გატაცება სიმულაცია აღმოჩნდა - სტუდენტებმა მილიონობით ადამიანი მოატყუეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არწივის მიერ ბავშვის გატაცება სიმულაცია აღმოჩნდა - სტუდენტებმა მილიონობით ადამიანი მოატყუეს

ვიდეომ, რომელიც youtube-ზე 18 დეკემბერს გავრცელდა, სამ დღეში 25 მილიონი ნახვა დააგროვა. ის ჩვენს საიტზეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტჰიტი, რომელზეც ასახულია, როგორ ცდილობს არწივი პატარა ბავშვის გატაცებას, სიმულაციაა. მონრეალის უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებმა მილიონობით ადამიანი შეცდომაში შეიყვანეს.

კლიპი არა მხოლოდ youtube-ზე იყო განხილული, არამედ რამდენიმე ცნობილი გამოცემის სადისკუსიო თემადაც იქცა. ვიდეოს ავტორები გვამშვიდებენ, რომ პატარა ბიჭუნა კარგადაა და გადაღებისას არაფერი დაშავებია, რადგან ვიდეო მთლიანად კომპიუტერული მონტაჟის დამსახურებაა. მონრეალის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ვიდეო საშინაო დავალების ფარგლებში მოამზადეს.

იხილეთ: არწივმა პარკიდან 1 წლის ბავშვის გატაცება სცადა