loader

მსოფლიოში ყველაზე მაღალი თინეიჯერი გოგონა 2 მეტრი სიმაღლისაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი თინეიჯერი გოგონა 2 მეტრი სიმაღლისაა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი თინეიჯერი 17 წლის ბრაზილიელი ელისანი და კრუს სილვა 2 მეტრი სიმაღლისაა. გოგონას სიმაღლეში ზრდა ჰიპოფიზში (ტვინის ფუძეზე არსებული ჯირკვალი) არსებულმა სიმსივნემ განაპირობა. ექიმებმა სიმსივნე ამოჭრეს.

გოგონა სიმაღლის გამო პრობლემებს აწყდება. სიმაღლის გამო ვერ მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სკოლაში სიარულზე უარი თქვა, რადგან კლასელები დასცინოდნენ, სახლში ოთახებში გადაადგილება უჭირს - მუდამ მოხრილი დადის, რადგან ჭერს დაეჯახება. ელისანი დებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ფოტოგრაფებმა გოგონა თავის შეყვარებულთან, 22 წლის ფრანსინალდოსთან ერთად გადაიღეს. 2-მეტრიანი ელისანის გვერდით მისი შეყვარებული ცეროდენა ჩანს, თუმცა ფრანსინალდო ამბობს, რომ შეყვარებული ისეთი უყვარს, როგორიც არის.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე