loader

ფერადი და "ბედნიერი" სასაფლაო რუმინეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფერადი და "ბედნიერი" სასაფლაო რუმინეთში

რუმინეთში, პატარა სოფელ საპანტაში, მსოფლიოში ყველაზე "ბედნიერი" სასაფლაო მდებარეობს. ის, რაც ამ სასაფლაოს განსაკუთრებულს და უჩვეულოს ხდის, წელიწადში ათასობით ტურისტს იზიდავს. სოფლელებმა, რომლებმაც საყვარელი ადამიანები აქ დაკრძალეს, მათი უკვდავყოფა ყველასგან გამორჩეული მეთოდით მოახერხეს: ყველა საფლავი ფერადია, ფოტოებზე კი გარდაცვლილები მათი სიკვდილის გამომწვევი მიზეზებით არიან გამოსახულნი. ხის საფლავებს გარდაცვლილისადმი მიძღვნილი სახალისო ლექსიც "ამშვენებს". სასაფლაოზე ლურჯი ფერი სჭარბობს - თავისუფლებისა და იმედის სიმბოლო.

საპანტელები დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც ნახავს ამ სასაფლაოს, რადიკალურად შეიცვლის აზრს გარდაცვალებაზე და სიკვდილის შიშიც გაუქრება.