loader

BBC-მ 2013 წლის ყველაზე პერსპექტიული მუსიკოსი გამოავლინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC-მ 2013 წლის ყველაზე პერსპექტიული მუსიკოსი გამოავლინა

ბრიტანულმა კორპორაცია BBC-მ 2013 წლის ყველაზე პერსპექტიულ მუსიკალურ პროექტად (Sound of 2013) კალიფორნიული ჯგუფი Haim დაასახელა. ჯგუფის წევრები სამი და - ესტე, დანიელა და ალანა არიან. სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით Forever, გოგონებმა 2012 წლის თებერვალში გამოუშვეს. ოქტომბერში გამოვიდა მათი სინგლი Don't Save Me. პარალელურად, Haim-ი საკონცერტო გამოსვლების გამოცდილებას აგროვებდა.

BBC Radio 1-ის დი-ჯეი ჰიუ სტივენსი აცხადებს, რომ Haim-ი "გადამდები ენთუზიაზმით" არის სავსე. "მათ მუსიკის მიმართ დაუოკებელი სწრაფვა აქვთ", - ამბობს სტივენსი. Haim-ის გარდა, პირველ ხუთეულში შევიდნენ - AlunaGeorge, ენჯელ ჰეიზი, ლაურა მვულა (Laura Mvula) და Chvrches.

Sound of 2013-ის გამოკითხვას BBC დეკემბრის დასაწყისიდან აწარმოებდა. ტრადიციულად, მასში მონაწილეობა მიიღეს მუსიკის ცნობილმა ბრიტანელმა კრიტიკოსებმა, ხმის ჩამწერი სტუდიების თანამშრომლებმა და მუსიკალური ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებმა. თითოეულ მათგანს სამი ყველაზე პერსპექტიული შემსრულებელი უნდა დაესახელებინა. შერჩევის დროს მთავარი კრიტერიუმი ის იყო, რომ მუსიკოსებს არ უნდა ჰქონოდათ 2012 წლის მონაცემებით დიდი ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი დისკების ოცეულში შესული სინგლი ან ალბომი.

წინა წლებში ანალოგიური გამოკითხვის გამარჯვებულები იყვნენ ადელი, მიკა, ელი გოულდინგი და ჯგუფი Keane.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე