loader

აეროპორტში ქარიშხალ "სენდისგან" დაზიანებული მანქანების "სასაფლაო" მოაწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აეროპორტში ქარიშხალ "სენდისგან" დაზიანებული მანქანების "სასაფლაო" მოაწყვეს

ნიუ იორკის შტატის ქალაქ რივერჰედის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ათიათასობით მანქანის "სასაფლაოდ" იქცა. აეროპორტმა ტრასა სადაზღვევო კომპანიას მიაქირავა, რომელიც სუპერშტორმ "სენდის" დროს დაზიანებულ ავტომანქანებს აუქციონზე გაყიდის.

15 ათასზე მეტი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი უზარმაზარ სივრცეზეა განლაგებული. კომპანია ამ ფართის ქირაობაში დაახლოებით სამ მილიონ დოლარს გადაიხდის. მშვენიერი შემოსავალია, იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის თვეებში აეროპორტი ისედაც არ მუშაობს და საჰაერო ტრანსპორტისთვის მხოლოდ გაზაფხულიდან გაიხსნება.

ასევე იხილეთ:

- სუპერშტორმ "სენდის" ყველაზე მძიმე და ტრაგიკული კადრები

- ქარიშხალი "სენდი", პირდაპირი ეთერი და შოკისგან აცეკვებული ამერიკელები