loader

უხელო და უფეხო ფრანგმა მოცურავემ ყვინთვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უხელო და უფეხო ფრანგმა მოცურავემ ყვინთვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ფრანგმა მოცურავემ, რომელმაც კიდურები 20 წლის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დაკარგა, ყვინთვაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ბრიუსელში, მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზში 38 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა. რეკორდის დამყარებაში მას სპეციალური პროთეზები დაეხმარა, რომლებიც წყლისქვეშა გადაადგილებისთვის იყო მოდიფიცირებული. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რეკორდსმენი მსოფლიოს გაოცებას ახერხებს. ის ასევე პირველი უკიდურო ადამიანი იყო, რომელიც პარაშუტიდან გადმოხტა. თავის მოტივაციას მოცურავე ავტობიოგრაფიულ წიგნში "მე გადავწყვიტე ვიცხოვრო" აღწერს.