loader

რბოლა ოფისის სკამებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რბოლა ოფისის სკამებით

გერმანიის ქალაქ კიოლნში ენთუზიასტებმა აზარტული რბოლა მოაწყეს, სადაც სავალდებულო არ იყო, მონაწილეს ტექნიკურად კარგად გამართული მანქანა ჰყოლოდა. მონაწილეობისთვის სრულიად საკმარისი იყო უბრალო, საოფისე სკამი. თუმცა შეჯიბრებაზე რბოლის მონაწილეებისთვის წინაღობას არა მხოლოდ მოწინააღმდეგის სკამი, არამედ ნაგვის ურნები, ქაღალდის რულონები და ა.შ. წარმოადგენდა.

სწორედ ამ შეჯიბრის გამო ათეულობით ადამიანი ჩამოდის კიოლნში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რათა ე.წ. თეთრსაყელოიანთა აღიარება მიიღოს და გამარჯვება მოიპოვოს.