loader

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბურთი კორტზე დამხმარე ბიჭს გაარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბურთი კორტზე დამხმარე ბიჭს გაარტყა

20 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონატზე, მსოფლიოს პირველ ჩოგან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და შვეიცარიელ სტანისლავ ვავრინკას შორის დაძაბული მატჩი გაიმართა, რომელიც თითქმის 5 საათი გაგრძელდა. მატჩი საბოლოოდ ჯოკოვიჩის გამარჯვებით - 1:6, 7:5, 6:4, 6:7, 12:10 დასრულდა.

ინციდენტი მოხდა კორტზე შუა მატჩის დროს. სტანისლავ ვავრინკას ჩაწოდების შემდეგ სერბმა ჩოგბურთელმა ბურთის მოგერიება კარგად ვერ მოახერხა და ბურთის დამჭერ ბიჭს მოარტყა თავში.

იხილეთ:

- ბურთის დამჭერი ბიჭის არნახული ოსტატობა

- ნოვაკ ჯოკოვიჩის სახალისო პაროდიები და Gangnam Style ანა ივანოვიჩთან ერთად

- ჯოკოვიჩის ახალი "იარაღი", უძლიერესი დარტყმა და შარაპოვას კორტზე გადავარდნილი ბურთი