loader

იუველირმა საქორწინო ბეჭედს საკუთარი კანი გადააკრა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუველირმა საქორწინო ბეჭედს საკუთარი კანი გადააკრა (+18)

სუსტი გულის მქონეთ ამ კადრების ნახვას არ გირჩევთ

ისლანდიელმა იუველირმა სრული რეხტმა, რომელიც ცნობილია ავანგარდული ქმნილებებით, შექმნა ოქროს ბეჭედი, რომელიც საკუთარი კანისგან დამზადებულ შალითაში მოათავსა. Forget me Knot (სიტყვათა თამაშია, რომელიც ფრაზებს - "ნიშნობას" და "არ დამივიწყოს" აერთიანებს) - ასე ჰქვია ბეჭედს, რომელიც რეხტის 2013 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ნაწილია და 350 000 ევროდაა შეფასებული.

კრეატიულმა დიზაინერმა ბეჭდის უცნაური დიზაინისთვის კანი მუცლიდან მოიკვეთა და მთელი პროცესი ვიდეოზე ასახა.

კანის ნაჭრის ზომა 110х10 მილიმეტრია. ის საფუძვლიანად დამუშავდა, გამოშრა სპეციალური ტექნოლოგიით და დამარილდა. ამის შემდეგ დიზაინერმა თავისივე კანი 24-კარატიანი ოქროთი შექმნილი ბეჭდის გარე ნაწილზე დაამაგრა.