loader

"წიწილა რომ იკვლება ქუთაისში, ბარკალი მიშასია" - გუბაზ სანიკიძის წინასაარჩევნო მონოლოგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წიწილა რომ იკვლება ქუთაისში, ბარკალი მიშასია" - გუბაზ სანიკიძის წინასაარჩევნო მონოლოგი

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება გუბაზ სანიკიძის წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა. ქუთაისის იმჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ქალაქის ერთ-ერთი უბნის მოსახლეობასთან მართავს შეხვედრას და "ქართული ოცნების" გეგმებსა და სოციალური შეღავათების შესახებ ესაუბრება. მათ შორის, გადასახადების განახევრების საკითხზეც. მისივე თქმით, მაღალი გადასახადები "მიშას ქურდული წილის" დამსახურებაა.

"რომ იძახის ქურდებს დავერიეო, იმიტო დაერია, თვითონ გახდა ქურდი. მთავარი ქურდი თვითონაა. წიწილა რომ იკვლება ქუთაისში და იწვება, ბარკალი მიშასია ხალხო" - აცხადებს აწ უკვე მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ მონოლოგში.

იხილეთ: მძინარე გუბაზ სანიკიძის სურათს პრეზიდენტი ჯიბით ატარებს